COVID19
“შესაძლოა, საქართველოში ერთი თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული გვყავდეს” – ივანე ჩხაიძე
„შეიძლება, 1ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების მაღალი რაოდენობით პოპულაციურ იმუნიტეტს მივიღებთ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად განიხილება.

„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ინფიცირების მაღალ რაოდენობას, ამ სიტუაციის მოდელირება ბევრ ქვეყანაში ხდება და არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს. ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებული ადამიანებისა და კოვიდგადატანილი ადამიანების რაოდენობას და მივიღებთ მიახლოებულ მაჩვენებელს იმ პოპულაციური იმუნიტეტთან, რომელიც დღეს განიხილება კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
| Print |