COVID19
საქართველოში კორონავირუსის 17 484 შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3 699 პირი.

გუშინ საქართველოში 73 250 ტესტი ჩატარდა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარა - 2 255, იმერეთი - 2 222, ქვემო ქართლი - 812, შიდა ქართლი - 805, გურია - 314, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 766, კახეთი -656, მცხეთა-მთიანეთი - 320, სამცხე-ჯავახეთი - 298, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 113 771 საიდანაც: 4 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 980 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი, 2 080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

106 977 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი.
| Print |