COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 373 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 2 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის დაწყების დროიდან ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 373 მილიონს გადააჭარბა.

შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.67 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 294 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 72.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 75 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 41 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.
| Print |