საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 35 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 8 503 პირი.
გუშინ საქართველოში 45 623 ტესტი ჩატარდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა, აჭარა - 1 734, იმერეთი - 1 740, ქვემო ქართლი - 661, შიდა ქართლი - 554, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 640, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი - 136, სამცხე-ჯავახეთი - 268, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 151 139 საიდანაც:
5 433 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 034 პირი.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 268 პირი, 2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
143 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი.