COVID19
ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 81 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში კოვიდ 19-ით სულ 193 პირია გარდაცვლილი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი, 103 შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა, ბორჯომში - 88, ადიგენში - 28, ახალქალაქში - 25, ასპინძაში - 22 და ნინოწმინდაში - 2.

კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე ოფიციალურად, რეგიონში სულ ვირუსით ინფიცირების 22 434 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობას, კორონავირუსისგან გასულ დღე-ღამეში 293 პაციენტი განიკურნა, რაც ჯამში 20 928 გამოჯანმრთელებულს შეადგენს.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 277 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

თვითიზოლაციაში 1142 პირი იმყოფება.

კოვიდ კლინიკაში 109 პაციენტი რჩება.
| Print |