COVID19
ახალციხეში კორონავირუსის ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეში კორონავირუსის 511 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა ახალციხეში დაფიქსირდა და ამ დრომდე არსებული ანტირეკორდი მოხსნა.
კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- ახალციხე - 213;
- ბორჯომი - 147;
- ახალქალაქი - 60;
- ადიგენი -53;
- ასპინძა - 19;
- ნინოწმინდა - 19.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას გასულ 24 საათში კორონავირუსისგან 364 ადამიანი განიკურნა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ის 26 320 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
გააზიარეთ :