COVID19
რეგიონის მასშტაბით, ახალციხესა და ბორჯომში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა ბორჯომსა და ახალციხეში დაფიქსირდა.

კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • ახალციხე - 119;
  • ბორჯომი - 143;
  • ახალქალაქი - 42;
  • ადიგენი -29;
  • ასპინძა - 22;
  • ნინოწმინდა - 21.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას გასულ 24 საათში კორონავირუსისგან 421 ადამიანი განიკურნა.

ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ის 22 263 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |