COVID19
საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 17 130 პირი.

გუშინ საქართველოში 33 905 ტესტი ჩატარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 133 შემთხვევა, აჭარა - 1 139, იმერეთი - 1 376, ქვემო ქართლი - 628, შიდა ქართლი - 563, გურია - 184, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 500, კახეთი - 344, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 194, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 204 345 საიდანაც: 5 947 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 175 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, 1 926 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

196 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი.
| Print |