COVID19
"ომიკრონის" ახალი ვერსია უკვე საქართველოშია და 1.5-ჯერ უფრო გადამდებია - გიორგი ფხაკაძე
“კოვიდის ახალი შტამი – ომიკრონი (BA.2) უკვე საქართველოშია! ძველ ომიკრონთან შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია. კოვიდ გადატანილები (სავარაუდოდ, BA.1 ომიკრონითაც), ორჯერ აცრილები ფაიზერით და სინოვაკი/სინოფარმით (ამ ორმა ვაქცინამ საერთოდ დაკარგა ეფექტურობა) არ არიან დაცულები! – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“არაერთი კვლევა უკვე დაიდო (იხილეთ დეტალები ბმულში), რომ სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინები არ იცავენ ადამიანებს კოვიდის ომიკრონის ვარიანტისგან! დიახ, სინოვაკმა და სინოფარმმა დაკარგა ეფექტურობა კოვიდის ომიკრონის ვარიანტის მიმართ.

ასევე ცნობილია, რომ მხოლოდ ფაიზერის მე-3 დოზა იძლევა 70-90%-იან დაცულობას და თუ ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდა (30-10%), ამ დაინფიცირებულებში სიკვდილიანობა არის მხოლოდ 0.1% და ჰოსპიტალიზაცია დაახლოებით 1%.

ბოლო სიახლეები ასევე “ჯოგური იმუნიტეტის” შესახებ:

კოვიდგადატანილების იმუნიტეტი არ იცავს ადამიანს ხელახლა დაინფიცირებისგან, განსაკუთრებით, ომიკრონის ახალი შტამის (BA.2) შემთხვევაში, რომელიც უკვე გავრცელებულია საქართველოში!

რა ვქნათ?!

აიცერით მხოლოდ ფაიზერით, ან მოდერნას ვაქცინის – 3 დოზით!

ორი დოზა – ფაიზერი და მოდერნა ვეღარ გიცავთ (დაახლოებით 30% დაცულობა აქვს). სინოფარმისა და სინოვაკის 3 დოზაც კი ვერ გიცავთ საერთოდ…

კოვიდგადატანილი “იმუნიტეტი” არ/ვერ გიცავთ და აიცერით ფაიზერით, ან მოდერნას ვაქცინით 3 დოზით.

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე!

დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს!

ხშირად დაიბანეთ ხელები!

გაანიავეთ ოთახები/შენობები ხშირად!

იარეთ სუფთა ჰაერზე, ამით “დ” ვიტამინს მიიღებთ!

მიირთვით ყოველდღიურად 5 სხვადასხვა ხილი/ბოსტნეული. ამით ნატურალურად მიიღებთ საჭირო ვიტამინებს!

შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა!

ჯანმრთელობას გისურვებთ!”,
– წერს გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
| Print |