საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 587 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 032 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 555 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 25 161 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 375 615.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 16 789 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 141 231.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 351 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 857 შემთხვევა, აჭარა - 2 011, იმერეთი - 3 730, ქვემო ქართლი - 1 421, შიდა ქართლი -1 530, გურია - 642, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 253, მცხეთა-მთიანეთი - 597, სამცხე-ჯავახეთი - 437, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 106.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 219 007 საიდანაც: 6 036 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 252 პირი.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 290 პირი, 1 901 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
211 070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი.