COVID19
როგორია 10 თებერვლის კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში?
10 თებერვლის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსი კიდევ 356 პირს დაუდასტურდა. აქედან ყველაზე მეტი - 148 შემთხვევა ისევ ახალციხის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი. შემდეგ მოდის ბორჯომი 99 ინფიცირებულით. 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ასპინძაში - 27, ნინოწმინდაში - 23, ხოლო ადიგენში - 3.

რეგიონში კოვიდ 19-ის დადასტურებიდან დღემდე, სულ რეგისტრირებულია 26 391 ინფიცირებული.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 483 პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა, ამ დროისათვი,ს 25 328 ადამიანი შეადგინა.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, კორონავირუსისგან ოფიციალურად რეგიონში სულ 194 პიროვნებაა გარდაცვლილი.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 215 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 177 პირი, ხოლო კოვიდ კლინიკაში - 152 პაციენტი.

კვლევაში რჩება 215 ნიმუში.
ასევე ნახეთ:
საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
| Print |