COVID19
11 თებერვლის კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა ბორჯომსა და ახალციხეში დაფიქსირდა.

კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • ბორჯომი - 126;
  • ახალციხე - 123;
  • ადიგენი -47;
  • ახალქალაქი - 29;
  • ასპინძა - 24
  • ნინოწმინდა - 22

რეგიონში კოვიდ 19-ის დადასტურებიდან დღემდე, სულ რეგისტრირებულია 26 762 ინფიცირებული.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 256 პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა, ამ დროისათვი,ს 25 584 ადამიანი შეადგინა.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, კორონავირუსისგან ოფიციალურად რეგიონში სულ 194 პირია გარდაცვლილი.

ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ის 19 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ასევე ნახეთ:
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
| Print |