საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 425 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 262 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 712 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 454 065.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 623 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 248 242.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 556 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 713 შემთხვევა, აჭარა - 919, იმერეთი - 2 495, ქვემო ქართლი - 828, შიდა ქართლი -698, გურია - 463, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 088, კახეთი - 997, მცხეთა-მთიანეთი - 235, სამცხე-ჯავახეთი - 227, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 49.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 190 241 საიდანაც:
6 123 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 270 პირი.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, 1 581 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
182 537 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 21 ადამიანი.