სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები შემცირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 671 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 495 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 176 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 620 639-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 790 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 539 413-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 306 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 702 შემთხვევა, აჭარა - 63, იმერეთი - 193, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 72, გურია - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 63, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 64 894, საიდანაც, 2 913 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 708 პირი.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 245 პირი, 61 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.