გასულ 24 საათში, კოვიდ 19 სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 13 პირს დაუდასტურდა. რეგიონში კოვიდ 19-ის დადასტურებიდან დღემდე, სულ 29 967 ინფიცირებულია რეგისტრირებული. ინფიცირების შემთხვევები სულ სამ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა: ახალციხეში - 3, ბორჯომში - 6 და ასპინძაში 4.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 57 პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა, ამ დროისათვის, 29 084-ს მიაღწია.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში კოვიდ 19-ით ოფიციალურად, სულ 206 ადამიანია გარდაცვლილი.
ამ დროისათვის რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 323 პირი იმყოფება, ხოლო კოვიდკლინიკაში 89 პაციენტი.