COVID19
სამცხე-ჯავახეთში კოვიდ 19-ის შემთხვევები შემცირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 343 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 260 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 083 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 649 005-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 1 070 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 627 366-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 751 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 13, გურია -17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი -6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 4 862 საიდანაც, 486 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 129 პირი. ხოლო 4 376 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
| Print |