COVID19
სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა
საქართველოში, ბოლო 24 საათში ვირუსით დაინფიცირდა 217 და გარდაიცვალა 5 პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 649 222 და გარდაიცვალა 16 756 პირი.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 627 958.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 217 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 34, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 9, გურია -23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 482 საიდანაც, 496 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,  რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 122 პირი, 3 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |