COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 489 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 743 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 746 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 107 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 577.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 715.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 777 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 107 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 58 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 12, ქვემო ქართლი -5, შიდა ქართლი - 4, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 059 საიდანაც, 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 102 პირი. 2 647 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |