COVID19
საქართველოში კორონავირუსის 266 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 348 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 862 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 933 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 929 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 781 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 266 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 45, ქვემო ქართლი -20, შიდა ქართლი - 18, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 15, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი -11, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 234 საიდანაც, 378 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 86 პირი. 2 856 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |