საქართველოში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 332 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 451 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 098 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 332 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 520.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 805 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 60 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 11, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 11, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 446 საიდანაც, 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 70 პირი.
1 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.