COVID19
სამცხე-ჯავახეთში კიდევ 1 პირი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 153 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 098-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 037-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 153 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 76 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 11, შიდა ქართლი - 5, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 228 საიდანაც, 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, ხოლო 935 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |