COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,მათგან 12 სამცხე-ჯავახეთში, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 697 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 97 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 86 222 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 403 PCR ტესტით.
| Print |