COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 154 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 154 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 338 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 659 ტესტი.
| Print |