COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან სამცხე-ჯავახეთში 60 პირი დაინფიცირდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 764 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 073 ტესტი.
| Print |