COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 737 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
21 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 737 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ახალი შემთხვევებიდან სამცხე-ჯავახეთში 170 პირი დაინფიცირდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 486 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 704 ტესტი.
| Print |