COVID19
ბოლო 3 თვეში, კორონავირუსის 13 394 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 3 თვეში, კორონავირუსზე 565 170 ტესტი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 3 თვეში კორონავირუსის 13 394 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

უფრო კონკრეტულად, საშუალოდ დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ნოემბერში 151-ს შეადგენდა, დეკემბერში საშუალო დღიური მაჩვენებელი 92 იყო, იანვარში კი 207.
| Print |