ხალხის აზრით
რა იცით ტყვიის მავნებლობის შესახებ?
სამცხე-ჯავახეთში ტყვიაზე 2-7 წლის 100 ბავშვი გამოიკვლიეს. მათგან 32-ს სისხლში მძიმე მეტალის დონე მომატებული აღმოაჩნდა.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთი მეხუთე ადგილზეა და თბილისსაც უსწრებს. სახელმწიფოს წინაშე მთავარი გამოწვევა დგას - ტყვიის წყარო უნდა იპოვოს.

ტყვიის პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს მთავრობამ მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები დასახა. კვლევაში მონაწილე ყველა ბავშვის ოჯახს გაეწევა რეკომენდაციები. იმ ბავშვის შემთხვევაში, რომლის სისხლში ტყვიის დონე აღემატება 5 მკგ/დლ-ს, ტყვიის წყაროების გამოსავლენად მოხდება მათი საცხოვრებელი გარემოს შეფასება. მათი ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრებისთვის ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრა უფასოდ მოხდება.

| Print |