ხალხის აზრით
რატომ იზრდება ინტერნეტდამოკიდებული ბავშვების რაოდენობა?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის, რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

ისინი სამ ასაკობრივ კატეგორიად არის დაყოფილი: თორმეტ თვემდე ჩვილებისთვის, ერთიდან ორ წლამდე და სამიდან ოთხ წლამდე ბავშვებისთვის. 

ერთ წლამდე ჩვილებისთვის ნებისმიერი გაჯეტის ეკრანის ყურება დაუშვებელია. ამ ასაკის ბავშვმა უნდა იძინოს და იმოძრაოს.

რეკომენდაციების მიხედვით, ერთიდან ორ წლამდე ბავშვებისთვის, არ არის რეკომენდებული ნებისმიერი სახის გაჯეტთან ჯდომა. ამ ასაკში პატარები ფიზიკურად აქტიურები დღეში მინიმუმ, სამი საათით უნდა იყვნენ.

რაც შეეხება სამი-ოთხი წლის ბავშვებს - მათთვის ნებისმიერ ეკრანთან დღეში არაუმეტეს ერთი საათის გატარებაა დასაშვები. ფიზიკური აქტივობა ამ ასაკშიც პრიორიტეტია.

| Print |