ხალხის აზრით
ახალციხელები რუსი დეპუტატის ვიზიტსა და მოსახლეობის პროტესტს ეხმაურებიან
რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს, მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გუშინ, 20 ივნისს დაიწყეს. მონაწილეები საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირების პასუხისმგებლობის დაყენებას და მათ გადადგომას ითხოვდნენ.

სპეცრაზმმა მათ დასაშლელად დილის 05:00 საათზე რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულები ორივე მხარეს არიან.

| Print |