ხალხის აზრით
როგორ აისახება რუსული ემბარგო ქართულ ტურიზმზე?
საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატმა კოლეგებთან ერთად საქართველო დაგეგმილზე ორი დღით ადრე, სასწრაფო წესით დატოვეს. მომხდარს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სადამსჯელო სანქციები მოჰყვა.

გავრილოვი და რუსი დეპუტატები სასტუმრო "რედისონიდან" გაძლიერებული დაცვის თანხლებით გააპარეს - სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებსაც სასტუმრო "რედისონის" ყველა შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ, რუს დეპუტატებს კვერცხები ესროლეს.

| Print |