ხალხის აზრით
როგორი სახის ვირუსია კორონავირუსი?(ვიდეო)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველო მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, რათა მშვიდად ვიყოთ.

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა. ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომისიამ ონლაინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროვინციაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 2,714-ია.

რაც შეეხება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, ჩინური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 4, 515 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

გუშინ, აშშ-მ და კანადამ საკუთარ მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

ახალციხეში ფიქრობენ, რომ ვირუსისგან თავის დაცვა აუცილებელია, რადგან იგი შეუსწავლელია.



| Print |