ხალხის აზრით
კრიტიკა დასავლეთიდან - ახალციხეში ქვეყნის მდგომარეობას აფასებენ
საქართველოს მთავრობამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილი, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს.

წერილის შესახებ, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებით გახდა ცნობილი.

წერილში, რომელიც 21 იანვრით არის დათარიღებული, გამოხატულია მკვეთრი კრიტიკა და შეშფოთება საქართველოში დაპირებული საარჩევნო რეფორმების ჩავარდნის, ოპოზიციის დევნისა და ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო.

ახალციხელი მოქალაქეების ნაწილს მიაჩნია, რომ კრიტიკა სამართლიანია, რადგან ქვეყანაში კორუფციაა და ეკონომიკა არ ვითარდება.

გამოკითხულთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და დასავლეთის თანამშრომლობა უფრო აქტიურად გაგრძელდება.


| Print |