ხალხის აზრით
რატომ არიდებენ თავს სამხედრო სავალდებულო სამსახურს?(ვიდეო)
ჯარისგან თავის არიდების ახალი ხერხი მოიფიქრა “გირჩმა”, რომელმაც რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” დააარსა.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან 7 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა.


მოქალაქეების ნაწილს ე.წ. „გირჩის“ სტატუსი არასწორად მიაჩნიათ, რადგან პოლიტკურ პარტიას არ შესწევს ძალა იმისა, რომ სახელმწიფო სამსახურს თავი აარიდებინოს. მათი აზრით საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ უნდა შემოიჭრას და მის თავისუფლებასა არ უნდა შეეშალოს ხელი.

გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა ყველა მოქალაქის მოვალეობაა.

სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით (საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“).



| Print |