საქართველო ყოველთვის ცდილობდა დაახლოებოდა დასავლეთს, ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში სტაბილურობის დასამყარებლად აუცილებელი იყო მოკავშირე, რომელიც ქვეყანას განვითარებაში დაეხმარებოდა.
ევროპასთან და აშშ-თან ურთიერთობების გაღრმავებას თან ახლავს კულტურული, საგანმანათლებლო კავშირები. დასავლეთთან ინტეგრაცია და ქვეყნის განვითარება იწვევს დასავლური წეს-ჩვეულებების, ცხოვრების თანამედროვე სტილის დამკვიდრებას, რაზეც საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ამ პროცესს ქართული ტრადიციები "შეეწირება".
მოსახლეობის მეორე ნაწილი კი პირიქით, ამბობს რომ განვითარების პარალელურად, ქართულ ღირებულებებს და ფასეულობებს საფრთხე არ ემუქრება.