ხალხის აზრით
რამდენად დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება?
საქართველოს მოქალაქეებს პირველი მარტიდან გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ. გერმანიის საელჩო თბილისში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით კვალიფიციურ პერსონალს პროცედურის დაწყება უკვე შეუძლია.

გერმანიის საელჩოს მონაცემებით, გერმანიაში მუშაობის დასაწყებად ვიზა დაგჭირდებათ, რისთვისაც თბილისში გერმანიის საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს უნდა მიმართოთ.

დროებითი ბინადრობის მისაღებად [6 თვე] გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობაა საჭირო. ამ თანხმობის მისაღებად რამდენიმე პირობა არსებობს, მაგალითად, ხელშეკრულება, ასევე უმაღლესი განათლების ან ორწლიანი პროფესიული განათლების დამადასტურებელი მოწმობა…

გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ინიციატივა ერთის მხრივ ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებას გამოიწვევს, მეორე მხრივ კი მოქალაქეთა ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

| Print |