რეგიონი
ოლიმპიური კომიტეტის წევრები ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავზე მივიდნენ (ვიდეო)
დღეს, 12 თებერვალს, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. ზამთრის ოლიმპიადაზე გარდაცვლილ სპორტსმენს დღეს პატივი მიაგეს ბაკურიანში. მის საფლავთან ახლობლები, ოლიმპიური კომიტეტის წევრები, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გარდაცვლილი მოციგავის სულის მოსახსენიებლად მღვდელმა პანაშვიდი გადაიხადა. 

გარდაცვალების ათი წლისთავი აღნიშნეს ვანკუვერშიც, რომელის ორგანიზატორი კანადაში საქართველოს ელჩი იყო. 

ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ დაბა ბაკურიანშია დაკრძალული. ქუჩა კი, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მის სახელს ატარებს.

| Print |