რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტისთვის შეზღუდვები მოქმედებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ105 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. 

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 16 თებერვალს, საღამოს აღდგა.
| Print |