ხალხის აზრით
საჭიროა თუ არა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადატანა?

 

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი "საგზაო მოძრაობის შესახებ’’კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რაც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად გაყოფას გულისხმობს.

ცვლილებების მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი დახურულ მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამად ხორცილედება, ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში.

რას ფიქრობენ დაანონსებულ სიახლეზე ახალციხეში, - ეს კითხვა ადგილობრივებს დავუსვით. უმეტესობა თანხმდება, რომ მართვის მოწმობის მისაღებად, მსურველის მეტი მომზადებაა საჭირო.

 


| Print |