ხალხის აზრით
სად ერთობით თავისუფალ დროს?
თეატრი, ახალციხის ციხე, ბიბლიოთეკა, ცენტრალური პარკი და კაფე, - ახალციხელები ამბობენ, რომ თავისუფალი დროის გატარება მხოლოდ ამ რამდენიმე ადგილზე შეუძლიათ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ქალაქს თავშეყრის ადგილები აკლია.

სად შეიძლება გაერთოს ადამიანი თავისუფალ დროს - მოქალაქეებს ამ თემაზე განსხვავებული პასუხი აქვთ.

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ქალაქში საინტერესო ღონისძიებები ძირითადად, ზაფხულში იმართება, მეორე ნაწილისთვის კი ახალციხე ახალგაზრდებზე ორიენტირებული დასახლება არ არის.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ არჩევანის გაკეთება რამდენიმე ადგილს შორის უწევთ.


| Print |