ხალხის აზრით
რა შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილის დაბრუნებით? (ვიდეო)

 

„გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება“, - ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ვანო მერაბიშვილმა ე.წ. „მატროსოვის“ ციხის დატოვების შემდეგ გააკეთა. ამით ნათელი გახდა, რომ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.

მერაბიშვილმა პოლიტიკური გზავნილებიც გააკეთა. მისი თქმით, ცვლილებეი საჭიროა იმისთვის, რომ „ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ახალგაზრდებს მიეცეთ პერსპექტივა, დასაქმების შანსი და მოხუცებს ღირსეული სიბერე“.

ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებას მის მშობლიურ ქალაქში ეხმაურებიან. მოსახლეობის დიდი ნაწილი მერაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავრობის ყოფილი წევრი, საქართველოში პოლიტიკური ამინდის შეცვლას, ახლა უკვე ოპოზიციიდან შეეცდება. მათი თქმით, მერაბიშვილს არც საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდება.

ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან თითქმის, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

 


| Print |