ხალხის აზრით
აქვთ თუ არა მოსწავლეებს სოფლებსა და ქალაქებში განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობები?
“2018 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI) გამოაქვეყნა კვლევა სასკოლო განათლების შესახებ, რომლის მიხედვით, ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ქართული სასკოლო განათლების ხარისხი თითქმის არ შეცვლილა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 45% მიიჩნევს, რომ საქართველოში სასკოლო განათლების 45 პროცენტი საშუალო ხარისხისაა, 18 პროცენტის აზრით ხარისხიანია, ხოლო 32 პროცენტის თქმით – უხარისხო.

ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, ქალაქის სკოლებში განათლების დონე ბევრად მაღალია, რადგან დიდი პრივილეგიბი აქვთ. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ სოფლებში ბავშვები მეტად არიან მობილიზბულნი, რადგან ცოტანი არიან და განათლებას რეპეტოტორის გარეშე იძენენ.

| Print |