ხალხის აზრით
გრძნობთ თუ არა თავს დაცულად?

 

საქართველოში ბოლო შვიდ წელში შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ მათ დასახლებაში მაცხოვრებელთა უსაფრთხოება დაცულია. 2017 წელს ეს ციფრი 77% იყო, მაშინ როცა 2015 წელს თავს უსაფრთხოდ 85% თვლიდა, 2013 წელს კი - გამოკითხულთა 88%.

გარდა ამისა, კომპანია ეისითის (act) მიერ ჩატარებული კვლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ სოფლად უფრო გრძნობს(91%), ვიდრე ქალაქში(77%). უსაფრთხოების განცდა კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში – კაცების 77% თავს დაცულად გრძნობს, მაშინ, როცა ქალებში იგივე მაჩვენებელი 69%-ია.

რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგს - 2017 წლის უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, კვლევის მონაწილე 136 ქვეყანას შორის საქართველო 6.0 ქულით 29-ე ადგილს იკავებს.

ამ საკითხზე, ახალციხეში ადგილობრივების აზრი ორად გაიყო, მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს, რაც სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური მუშაობის შედეგია. გამოკითხულთა ნაწილი კი ამბობს, რომ ბოლო დროს კრიმინალური ფაქტების შესახებ უფრო ხშირად ესმით, რის გამოც თვლიან, რომ სიმშვიდის საფუძველი არ აქვთ.

| Print |