ხალხის აზრით
რატომ შეიქმნა პირბადეების დეფიციტი ახალციხეში?

 

ახალციხის აფთიაქებში პირბადეები აღარ იყიდება. მოსახლეობის თქმით, ახალციხში პირბადეების დეფიციტი მას შემდეგ გაჩნდა, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ვირუსისგან თავის დაცვის ერთ-ერთი გზა პირბადის რეგულარული გამოყენებაა. მოსახლეობა ჩივის, რომ ქალაქში მის შეძენას ვერც ერთ სააფთიაქო ქსელში ახერხებენ.

პირბადეებზე შექმნილ დეფიციტს მოქალაქეების მცირე ნაწილი მომზადებული შეხვდა. ახალციხელებმა ერთჯერადი მოხმარების პირბადე წინასწარ შეიძინეს.

აფთიაქებში არ იციან, როდის შეივსება მათთან პირბადეების მარაგი. 

„პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბითაა, ვმუშაობთ, რომ მომწოდებლებმა ის შესაბამისი ღირებულებით შემოიტანონ“, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. მისი თქმით, დეფიციტი ყველა ქვეყანაში შეიქმნა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

| Print |