ხალხის აზრით
არიან თუ არა კვალიფიციური კადრები დასაქმებული საჯარო სექტორში?
საჯარო სტრუქტურებში თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დასაქმების ფაქტების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წერს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ მთავრობასა და ხელისუფლებაში ძალიან ხშირად ადამიანები თანამდებობებზე არა კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ ნაცნობობით ინიშნებიან.

მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებში დიდი რაოდენობით არაკვალიფიციური ხალხი მუშაობს.

ყოფილი მინისტრის მსგავსად, ახალციხეში გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებისთვის მთავარი ფაქტორი ნაცნობობაა და არა პროფესიონალიზმი.

| Print |