ხალხის აზრით
ენდობით თუ არა ექიმებს ახალციხეში?
რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ჯანდაცვის სისტემაზე ხელი ისე არ მიუწვდებათ, როგორც დედაქალაქის ან დიდი ქალაქების მოსახლეობას - ფიქრობენ ახალციხეში.

არის სერვისები, რომლის მისაღებად, ახალციხელები იძულებულნი არიან თბილისში ჩავიდნენ.

სამცხე-ჯავახეთში ყველაზე ხშირად, ჯანდაცვის პირველადი სისტემით სარგებლობენ, თუმცა გამოწვევები აქაც რჩება.

გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალაქში კვალიფიკაციური ექიმები არ არიან, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ კარგი ექიმები სხვადასხვა მიზეზის გამო დიდ ქალაქებში მუშაობას არჩევენ.

მათი თქმით, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა პერიფერიასა და თბილისში, პაციენტს სხვადასხვა დიაგნოზი დაუსვეს.

„თბილისისგან განსხვავებით, ახალციხეში მედიცინას განვითარება აკლია“, - გვითხრეს მოქალაქეებმა.

ამის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ახალციხეში სანდო და პროფესიონალი ექიმები არიან და მედპერსონალი არც პაციენტების ნდობას უჩივის.

| Print |