ხალხის აზრით
უნდა ჩაიკეტოს თუ არა საზღვარი საქართველო - სომხეთს შორის კორონავირუსის გამო?
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა. ამის შესახებ თავად სომხეთის პრემიერ - მინისტრმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. ნიკოლა ფაშინიანის ინფორმაციით, დაინფიცირებული 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც 28 თებერვალს ირანიდან მეუღლესთან ერთად დაბრუნდა.

მიუხედავად ამისა, საქართველო - სომხეთს შორის საზღვარი ამ დრომდე არ არის ჩაკეტილი.

ახალციხეში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა თვლის, რომ საზღვარი უნდა ჩაიკეტოს რათა ქვეყანამ ეპიდემიის გავრცელებისგან თავი დაიცვას. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საზღვრების ჩაკეტვას აზრი არ აქვს, რადგან ვირუსი საქართველოში უკვე გავრცელდა.

შეგიძლიათ იხილოთ ვრცლად: 
კორონავირუსის პირველი შემთხვევა სომხეთში დაფიქსირდა

| Print |