ხალხის აზრით
რას შეცვლის ახალი საარჩევნო სისტემა?

 

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებები დასრულდა.

შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ამომრჩეველი 30 მაჟორიტარს აირჩევს, დეპუტატის 120 მანდატს კი პარტიები პროპორციული სიით მიიღებენ.

შეთანხმების ნაწილია 1%-იანი საარჩევნო ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსი აქვს მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ.

ამოქმედდება ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ 40%-ზე ნაკლები ხმების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

„ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის", - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას.

რას ფიქრობენ ახალციხეში ახალ საარჩევნო მოდელზე და რაში წაადგება საქართველოს ამ სქემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები - ეს კითხვა ადგილობრივებს დავუსვით.

 


| Print |