ხალხის აზრით
უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა ბიუჯეტიდან რელიგიური თემები?
უკვე წლებია ახალციხის ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მუხლი არსებობს და ასობით ათასი ლარი ძირითადად, ერთ კონფესიაზე - მართლმადიდებლურ რელიგიაზე იხარჯება. ხუთი რელიგიური ორგანიზაციიდან ორმა, ამ მუხლის არსებობის შესახებ "მეცხრე არხისგან" შეიტყო, თუმცა ამ ინფორმაციას სავარაუდოდ, ისინი ვერც 2020 წელს გამოიყენებენ. უკვე ცნობილია, რომ ახალციხეში, თანხის ძირითადი ნაწილი ისევ მართლმადიდებელ ეკლესიას მოხმარდება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეისწავლა 2016-2018 წლებში, სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის ფინანსური და ქონებრივი რესურსის გადაცემის პრაქტიკა. აღმოჩნდა, რომ 2016-2017 წლებთან შედარებით, 2018 წელს საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების მასშტაბი გაიზარდა.

2019 წლიდან რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის ახალციხეშიც უფრო მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე 2018 წელს. ბიუჯეტის დაფინანსება 150 000-დან 200 000-მდე გაიზარდა.

ახალციხელში გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველა რელიგიური კონფესია უნდა დააფინანსოს. თანხა კი ადამიანების კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს.

| Print |