ხალხის აზრით
რა იცით კორონავირუსის შესახებ?
მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას ებრძვის. ახალი კორონავირუსი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძირითადად, დასნებოვნებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა.

ამ ვითარებაში, კორონავირუსის შესახებ მოქალაქეებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, მედიის და შესაბამისი უწყებების მოვალეობაა. ინფექციისგან დაცვა მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით არის შესაძლებელი.

რა იცის საშიშ ვირუსზე არაქართულენოვანმა მოსახლეობამ ახალციხეში და რა წყაროებით იღებენ ინფორმაციას - ეს კითხვა ეთნიკურ სომხებს დავუსვით. მოქალაქეები „მეცხრე არხთან“ განმარტავენ, რომ ინფორმაციას ადგილობრივი და ცენტრალური მედია საშუალებებიდან და სოციალური ქსელებიდან იღებენ. ძირითადად იმ არხებიდან, რომლებიც სახელმწიფო ენასთან ერთად, უმცირესობების ენაზე მაუწყებლობენ.

| Print |