ხალხის აზრით
უნდა აიკრძალოს თუ არა დროებით ქორწილების და ქელეხების გადახდა?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაძლოა, მთავრობას ხალხმრავალი თავყრილობების აკრძალვა მოუწიოს. მსგავსი შეზღუდვები შეიძლება შეეხოს ქორწილებისა და დაკრძალვის ცერემონიებს.

„რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვა. პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალციხეში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა მიესალმება, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობამ დროებით საზოგადოებრივი თავშეყრის რიტუალები - ქორწილები და ქელეხები აკრძალოს. მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ აკრძალვას ჯობია საზოგადოების თვითშეგნება გაიზარდოს და ადამინები ასეთ ადგილებს თავად მოერიდონ.

| Print |